კატეგორია: პოპ ლექსენი – ხედავდი

გამოქვეყნდა: Nov 13th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,514

Lex-Seni- Khedavdi

მისამღერი:
.. არ მინდოდა რამე რომ გწყენოდა
რა გელოდა, ხედავდი,
არ ვიცოდი ასე რად მჯეროდა შენი
გელოდა გული და მეც გეძახდი.
მეტს არაფერს უკვე არ გთავაზობ
დღეს არ ვნანობ, ვერ ხვდები?
არ მომენატრება მე არასდროს ეს წარსული
არც გამახსენდები.

დასრულდა რაც მსურდა,
თუმცა არ ასრულდა
ბევრს არ ვკარგავ
გზას მივყვები სხვაგან,
ხან იქით, ხან აქეთ,
ბევრი ბევრი რამე ვნახეთ
ჩვენ ერთმანეთიც ვაქეთ,
ხოდა ნუღარ დამიძახებ, გთხოვ
ვერ ვიჯერებ, ვერ ვიჯერებ
თითქოს მაინც ვერა
თუმცა სხვა რა გზა მაქ და მე ამის მჯერა
რაც იყო, რაც არის ვიცი
რა იქნება-არ ვიცი
აღარსად გავიხედავ
წავალ აღარც დაგიცდი.

ისე გავა დრო
მინდა დამკარგო
მეტჯერ არ მნახო
იქნებ ასახო გონებაში
ბევრი რამე ხდება ცხოვრებაში
გაგახსენდება რაც იყო შენს წარსულ დროებაში.

მისამაღერი…

რომ გავა დრო და
მიხვდები, გჭირდები
რომ არ მახსოვხარ
მივდივარ, გივიწყებ, გპირდები
ის რაც მინდოდა მეთქვა შენთვის
ვხვდები, აღარ ღირს

მარტო ვარ, ვიყავი, ვიქნები ისევ მარტო
რად მინდა?! ვინ ვარგა?! ვინ დავიმატო?!
ის ვინც მგავს მე, მე ვგავარ მას
ის გაჰყვება ცხოვრების დინებას
ვინც აკეთებს თავის საქმეს არ ნანობს,
ვინც ამბობს და ზოგჯერ კი არ ამბობს

მისამაღერი…

რომ გავა დრო და
მიხვდები, გჭირდები
რომ არ მახსოვხარ
მივდივარ, გივიწყებ, გპირდები.
ის რაც მინდოდა მეთქვა შენთვის
ვხვდები, აღარ ღირს
ისე მივდივარ არ მსურს გაგონება არაფრის.

ისე გავა დრო
მინდა დამკარგო
მეტჯერ არ მნახო
იქნებ ასახო გონებაში
ბევრი რამე ხდება ცხოვრებაში
გაგახსენდება რაც იყო შენს წარსულ დროებაში.

მისამაღერი…

რომ გავა დრო და
რომ არ მახსოვხარ.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!