კატეგორია: პოპ ნინო კრავეიშვილი – იალაღებზე

გამოქვეყნდა: Nov 12th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,134

Nino Kraveishvili – Ialaghebze
( © ტექსტი/მუსიკა: ნინო კრავეიშვილი, არანჟირება: მერაბ მამულაშვილი)

იალაღებზე ყვავილი მთისა
ქალავ ჩემი ხარ და არა სხვისა,
მოგიტაც ქალავ, ჩაგიკრავ მკერდში
და სამუდამოდ გახდები ჩემი.

არა ვაჟაუ, ვერ გამაგყვები
ამ მთის შვილი ვარ ლაღად გაზრდილი,
თავისუფლებას ვერ დავთმობ შენთვის
მე ვეტრფი წყაროს, არაგვს რომ ერთვის.

რას ამბობ ქალავ, ნუთუ არ ფიქრობ
განა სიყვარულს წყარო დაგვიშლის,
ეს ჩვენი მთები, იალაღები
ამ ჩვენს სიყვარულს გულს გადაუშლის.

ქალავ გამამყევ, რაღას აყოვნებ
შენზე ფიქრებით ნუ დამაღონე,
მამკლა სურვილმა შენთან შეყრისა
შენი ალერსი აღარ მეღირსა.

ვაჟავ, რად მინდა აწ ჩემი თავი
უშენოდ ყოფნა მე აღარ მინდა,
შენმა სიტყვებმა გული გამითბო
და გამაგყვები სადაც შენ გინდა!

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 6.0/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
ნინო კრავეიშვილი - იალაღებზე , 6.0 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!