კატეგორია: პოპ ირაკლი ჩარკვიანი – სექსი

გამოქვეყნდა: Mar 4th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 6,802

Irakli Charkviani – Sex

ნანა-ნანა…

შორს, ისევ ისე შორს,
დაუვიწყარ დროს,
დაუბრუნდეთ ნეტავ.

თოვს, ისე ჩუმად თოვს,
სიყვარულზე შორს,
მიაქვს წლებს ეს სევდა.

და რა რა რა რა…

გთხოვ კიდევ ერთხელ გამიშალე კარტი,
და გამაგონე შენი ნაზი ხმა,
მე მომწონს შენი ჩუმი ლაპარაკი
და ის რომ წითლად შეიღებე თმა.

გრძელდება ჩვენი ძველი სკამზე ჯდომა,
და ვიცი დღესაც კვლავ გამიღებ კარს.
მე მივხვდი რომ ვართ კულტურული ტომი,
რომელიც ისევ გადაირჩენს თავს.

მე მჯერა მხოლოდ შენი მშვიდი თვალის
და ვიცი ისევ მოგენდობი ბრმად
შენ თვლი რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის რომ მაიმუნები ვართ.

მე ჩემო კარგო სწორად მესმის შენი
და ვიცი როგორ შეიცვალა დრო
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.

მე მჯერა შენი დიდი მკერდის ზომის
და ვიცი როგორ მოვეფერო მას,
შენ თვლი რომ სექსი მიზეზია ომის
და ჩვენ ამ ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს,
თქვი სექსი, სექსი

სექსი, სექსი…

ნა-ნა, ნა-ნა…

შორს, ისევ ისე შორს,
დაუვიწყარ დროს,
დაუბრინდეთ ნეტავ.

თოვს, ისე ჩუმად თოვს,
სიყვარულზე შორს,
მიაქვს წლებს ეს სევდა.

ზღვას, ნუ გადაცურავ ზღვას,
ერთ მშვენიერ წამს,
.გადავცუროთ ერთად. X2

ნა-ნა, ნა-ნა…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ირაკლი ჩარკვიანი - სექსი, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!