კატეგორია: პოპ ექსცესი – მევალე

გამოქვეყნდა: Nov 6th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,562

Еxcess – Mevale

მისამღერი:
.. ის ღამე რომ ისევ გათენდება,
ის დილა რომ ისევ დაღამდება,
და ფული თუ მე აქ არ მექნება
არავინ გადარჩება, სულ ყველას დაერხევა!

მიშველეთ ყველამ, რომ ვიგრძნო შვება,
ამ საღამოზე რაღაც მოხდება,
სიტუაციას აგიხსნის, თუ ამ საქმიდან დაიხსნით!
რა ცუდი დღე გამითენდა, ვაი დედა!
რა მოხდება, ეს საღამო არ დაღამდეს ნეტა
და მეც ბნედა დამეცემა თავზე, ოი, ოი, ოი,
ჩემს სულში თოვს და ყვირილმა მომიყვანა გონს.
ვიღაც ყვირის გარეთ, დამიბრუნეთ ვალი,
ფანჯარა რომ ღია მქონდა მეც გავყავი თავი.
ვხედავ არის ბნელი ღამე, სად გავიქცე, ვაიმე
რაიმე პრასვეტი რომ იყოს სადმე, გავიქცევი მალე.
გარეთ ყვიროდა უბნის ძაღლიო – მითხარიო, ვისთან გაქვს ვალიო,
და მითხრა – ვინ არიო ეს ქალიო, ან რას აკეთებს აქ ამდენი ხალხიო.
გაკიოდა ხალხში ქალი – დამიბრუნეთ ჩემი ვალი,
გავგიჟდი და მეც დავისერე ტანი,
მე ვუთხარი, ის ხომ ძველი ვალია,
ეს რა ტვინის წამღები ქალია!

მისამღერი..

გზის იქით ვიღაც ხმამაღლა ყვირის,
გზის აქეთ ვიღაც იარაღს ისვრის,
მანქანამ იქით ვიღაცას ხია, ვიღაცამ აქეთ ფული დახია…
ამ საღამოზე რაღაცა ხდება, ამავე ღამეს ვიღაც მოკვდება.
ვიღაცამ არ დააბრუნა ვალი, გზაზე იპოვეს ვიღაცის გვამი.
მოკლედ გარეთ არის ხმაური, დარტყმა მიდის თაური,
ისეთი ამბავი არის, დედა შვილს არ იყვანს ხელში,
თავში მომხვდა თეფში, სისხლი მიდგას თმებში,
თვალის დახამხამებაში გავერიე სწრაფად მკვდრებში.
მე ამ დღეში არ ვყოფილვარ არასდროს,
ამავ დროს მიმატოვა საყვარელმა, ჰა, ასე თქვა “თამაშობს!”
თავი ამატკივა მევალეთა გროვამ,
ეხლა გარეთ რომ გავიდე დამესევა ხროვა,
ხოდა გამჭყლიტა ვალმა, დამბრიდა თავმა,
მიჩივლა ჩემმა ქალმა და მითხრა ძაღლმა
– ფეხს ნუ დაარტყამ სიყვარულის ბურთს,
ნუ დატანჯავ გოგონების ათასობით გულს,
და ისევ:

მისამღერი..

ოუ, შეთ, ვიღაც გვიმიზნებს,
ჩვენი გაგორება უნდა იმ თინეიჯერს.
მან ის არ იცის საქმე ვისთან აქვს,
კუკიაზე იპოვნიან თინეიჯერის გვამს!
გრძელი ღამე გათენდება, ტრაგედია ტრიალდება,
ფული თუ არ დააბრუნე, საქმე ცუდად დამთავრდება.
დამთავრდება ის ცხოვრება ამდენ ხანს რომ ხედავ.
გათენდება, ჯოჯოხეთი თავზე დაგადგება.
შენ რა გინდა, სული გაგძვრეს და წააწყდე ბნედას,
იმ დღეს არ იფიცებოდი შენს წმინდა პატიოსნებას?
ვნებას დაუჯერე, გადათვალე მანი,
ვალი გადაიხადე, ჩამოკიდე კარზე ნალი.
მიდის აურზაური, არ აბრუნებს ვალს,
მის მომავალს არ უყურებს, ამით იკლავს თავს.
გადათვალე დროზე ფული, ნუღარ იკლავ თავს,
მევალეს ვალი მიეცი, ნუ მიხვრიტავ თავს.
მე გუშინ სულ მივეცი რა? -ვალი, რა? -ვალი,
სულ მივეცი თავანი, დამანებეთ თავი,
უკვე აღარა მაქვს ვალი და არც თავი ავიღო
ახალი ვალი რომ მომჭრას მევალემ თავი.
და ისევ:

მისამღერი..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!