კატეგორია: GeoLyrics, შემოდგომა თამრიკო გვერდწითელი – შემოდგომის ზარები

გამოქვეყნდა: Nov 3rd, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,468

Tamriko Gverdtsiteli – Shemodgomis zarebi
(მუსიკა & ტექსტი: ოთარ ტატიშვილი)

ო, რა მალე გარბიან დროის ურჩი წამები,
სადღაც მიიჩქარიან, მიაქვთ ქვეყნის ამბები.
სად რა გელის ვინ იცის, ცხოვრების გზა რთულია,
როცა ბედი გვიღიმის გულს სიმღერა სწყურია.

დრო სიცოცხლის მეუფე არაფერს გვეკითხება,
ხან უსაზღვროდ გვახარებს, ხან არაფერს გვპირდება,
გულო ტკივილს გაუძელ, სულს სიცოცხლე სწყურია,
ეს ცხოვრება იცოდე, მაინც საამურია.

დარეკავენ უეცრად შემოდგომის ზარები,
აუხდენელ ოცნებებს ვერსად დაემალები,
გზას გაიკვლევს იმედით ფიქრი ღამენათევი,
სული ნაიარევი მუდამ მზის შუქს მოელის.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 4.8/10 (4 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 3 votes)
თამრიკო გვერდწითელი - შემოდგომის ზარები, 4.8 out of 10 based on 4 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!