კატეგორია: პოპ ჯაბა ბოჯგუა – სიყვარულის ისტორია

გამოქვეყნდა: Mar 4th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,169

Jaba Bojgua – Sikvarulis istoria

მინდა მოგიყვე,
მე ცხოვრების ბილიკებმა როგორ მატარა.
შენ გამიგებ სხვაზე მეტად, ჩემო პატარა.
ჩემს სიხარულს და ოცნებებს დამიჯერე, აღარ დავმალავ.

შენთან მოვედი,
ციდან ვარსკვლავს ჩამოვყევი, რადგან მელოდი,
დაგიჯერე თორემ სხვასთან გაგექცეოდი,
სიყვარული ვერ დავმალე არავისთვის არ მეთმობოდი.

მომნატრებია, ჩვენი გზა და ბილიკები მომნატრებია,
რომ არ მტოვებს ეს უძილო ღამეებია, შენზე ფიქრებით, დამთენებია.
გულიც შენია, ჩვენს ქალაქში ყველას ახსოვს ეს ისტორია,
რაც გიპოვე სხვაზე ფიქრი არა მქონია, შენზე ფიქრმა ამიყოლია..

არ მავიწყდება,
ის პირველი გაღიმება შენით გამთბარი,
სხვა არ ვიცი ქვეყანაზე შენი სადარი,
გეფიცები ჩვენნაირი სიყვარული არსად არ არი.

ჩუმად გაგიმხელ, გულის კარი უნებურად როგორ გაგიღე,
კარგად ვიცი ვერასოდეს სხვა ვერ გამიგებს,
გეფიცები, სიყვარული და ოცნება შენ ერთს დაგითმე.

..მომნატრებია, ჩვენი გზა და ბილიკები მომნატრებია,
რომ არ მტოვებს ეს უძილო ღამეებია, შენზე ფიქრებით, დამთენებია.
გულიც შენია, ჩვენს ქალაქში ყველას ახსოვს ეს ისტორია,
რაც გიპოვე სხვაზე ფიქრი არა მქონია, შენზე ფიქრმა ამიყოლია. X2

შენზე ფიქრმა ამიყოლია.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!