კატეგორია: პატრიოტული გიორგი ცაბაძე – პაწაწინა სამოთხე

გამოქვეყნდა: Mar 4th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 9,617

Giorgi Tsabadze – Patsatsina samotkhe
(ავტორი: შოთა ნიშნიანიძე – გული)

როგორც ჩიტი გალიაში,
როგორც მუჭში პეპელა,
ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ,
სიცოცხლის სანთებელა.

რა ბედის ხარ, რა ვარსკვლავის?
სულ შენა ხარ სამიზნე,
ნურცერთ ისარს ნუ აიცდენ,
გულო, სანამ გამიძლებ.

მისამღერი:
.ეს რამხელა, რა უძირო
და რა გამძლე გამოდექ,
..ჯოჯოხეთის დამტეველო,
პაწაწინა სამოთხევ… X2

თვითონ ღმერთი, წამებული,
შენ ერთს გწყალობს ისევე.-
მხოლოდ გულში განისვენებს,
მხოლოდ გულში ისვენებს.

გულო, სანამ გული გქვია,
გულო, უნდა მტკიოდე.
გულო, უნდა მიერთგულო,
მიმყვე საიქიომდე.

მისამღერი X3

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!