კატეგორია: GeoLyrics, შემოდგომა ტრიო თბილისი – სიყვარულით გვემღერება კვლავ

გამოქვეყნდა: Oct 6th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,200

Trio Tbilisi – Sikvarulit gvemghereba kvlav / Daubera shemodgomis niavma
(მუსიკა: ნ. კალანდაძე; ტექსტი: ზ. ლალიაშვილი)

დაუბერა შემოდგომის ნიავმა
უკვე სუსხმაც შემოაღო კარი,
ჩვენმა ძმობამ ცხრა მთა გამოიარა
ერთხელაც არ შეპარვია ბზარი.

მისამღერი:
.. სიმღერებმა ტრფობით გაგვითავისა
თბილისურად აგვიჟღერა (აგვიმღერა) ხმები,
გაგვიფანტა სევდიანი ღრუბლები
აგვიტაცა და შეგვასხა ფრთები.

როცა სევდამ დაგვიმძიმა გულები
და ტკივილი შეერია ნისლებს,
ჩვენმა ძმობამ მოგვიშუშა იარა
და ღიმილი დაგვიბრუნა ისევ.

სიმღერებმა ტრფობით გაგვითავისა
თბილისურად აგვიჟღერა ხმები
ზოგს ჭაღარა შეგვაყარა ჩუმ-ჩუმად
ზოგსაც კიდევ დაგვაცურა თმები.

წლები გასულა თურმე რა წლები
მოგონების რა გვესმა
სიყვარულით ვმღეროდით,
სიყვარულით გვემღერება კვლავ.

მისამღერი..

წლები გასულა თურმე რა წლები
მოგონების რა გვესმა
.. სიყვარულით ვმღეროდით,
სიყვარულით გვემღერება კვლავ X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.5/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ტრიო თბილისი - სიყვარულით გვემღერება კვლავ, 9.5 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!