კატეგორია: პოპ თბილი-სი & გვანცა დარასელია – მე მხოლოდ სიყვარული მინდა

გამოქვეყნდა: Sep 22nd, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 9,728

Tbili-si & Gvanca Daraselia – Me mkholod sikvaruli minda

შემოდგომა დადგა და
ხეს ფოთლები გაცვივდა,
მარტო ვდგავარ ქუჩაში
და უეცრად გაწვიმდა.

წვიმა რომ გადაიღებს
ცისარტყელა გამოდის,
მე შენ გიმღერებ სიმღერებს
რაც გულიდან ამოდის.

მისამღერი:
.. მე შენ მოგიძღვნი ლექსებს ისეთს
რომ კალამიც ვერ დაწერს,
შენთვის ნათქვამ სიტყვებს იმდენს
რომ გულიც ვერ დაიტევს.
მე დაგიხატავ ნახატს ისეთს
რომ ფუნჯიც ვერ დახატავს,
ისეთ ზღაპრულ ფერებს იმდენს
ცაც რომ ვერ დაიტევს.

მთვარემ გამინათა გზა
შენს სახლთან რომ ამოდის,
შენთვის რაღაცის თქმა მინდოდა
მაგრამ არაფერი გამომდის.

შენი სევდიანი სახე
თავიდან ვერ ამომდის,
შენ რომ მოწყენილი ხარ
იცი მაშინ თვალზე ცრემლი მეც მომდის.

მისამღერი..

ეს ყველაფერი მხოლოდ შენთვის მინდა
არ მითხრა რომ ჩემთვის უარის თქმა გინდა,
მითხარი რომ ეს სიმღერა ამად ღირდა
მე ხომ შენგან მხოლოდ სიყვარული მინდა.

ვიცი ყველაფერი მხოლოდ ჩემთვის გინდა
რა ვქნა შენთვის უარის თქმა მინდა,
ეს სიმღერა მომეწონა ამად ღირდა
მაგრამ შენთან მხოლოდ მეგობრობა მინდა.

შენგან მეტი არაფერი მხოლოდ სიყვარული მინდა.
რა ვქნა შენთან მხოლოდ მეგობრობა მინდა.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
თბილი-სი & გვანცა დარასელია - მე მხოლოდ სიყვარული მინდა, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!