კატეგორია: პოპ ლიკა ჩხარტიშვილი – თოლია

გამოქვეყნდა: Aug 23rd, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,352

Lika Chkhartishvili – Tolia
(ტექსტი ნანი ჯაიანი, მუსიკა: ზურაბ ჩინჩალაძე)

სამეფოს – ტალღები ფარავს ფირუზის
უხილავ ზღაპრებზე ყვება ბურუსი,
.. მოელის უფლისწულს ნიმფა და იცის
იმედი ჩაძირულ გემს გავს X2

მისამღერი:
.. დამინანავებს ქარი
ტალღებს ავყვები თან,
დაუმთავრებელ ზღაპარს
მიმღერს ზღვა.

ოცნებით მთებს გადავსერავ ზვირთების
ნიჟარებს დავტყუებ ჩურჩულს ნიმფების,
.. მოვუსმენ ტალღების ახალ სიმღერებს
სიცოცხლე უსაზღვრო ზღვას გავს X2

.. და თოლიების აფრებს
თმებში გაიბნევს ზღვა,
თეთრ სამოსელში ხვდება
მზის მარადიულ სვლას,
დამინანავებს ქარი
ტალღებს ავყვები თან,
დაუმთავრებელ ზღაპარს
მიმღერს ზღვა X2

დამინანავებს ქარი.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!