კატეგორია: პოპ გიორგი ჯოლბორდი & თოკა აბრამიშვილი – ფეთქავს

გამოქვეყნდა: Aug 22nd, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,671

Giorgi Jolbordi & Toka Abramishili – Fetqavs

გავხედე აღმოსავლეთის მხარეს
შევხედე ცისკარს როგორ ანათებს
ამ ბრმა ვარსკვლავებს გავუხელ თვალებს
და ჩემს ოცნებას გავუმხელ მთვარეს.

ოცნების ზღვაში ჩავჯდები ნავში
და წყნარ დინებას გავყვები სადღაც
იქ წავალ სადაც არვის უნახავს
იქ სადაც მარად მწვანეა ყანაც.

მისამღერი:
.. ფეთქავს ჩემი სამყარო ფეთქავს
ოცნების ზღვაში ჩავჯდები ნავში,
და წყნარ დინებას გავყვები ზღვაში.
ფეთქავს ჩემი ოცნებაც ფეთქავს
მოვეპერები შენს ლამაზ ხელებს
და ამ ხელებით მოგწმინდავ ცრემლებს.

უწყლოდ სიცოცხლე მერჩივნა მარად
ოღონდ მენახა შენი თვალები
მე უშენობამ მომიღო ბოლო
და წინ გამიღო შავი კარები.

მე შენზე ფიქრი არ მომასვენებს
ფიქრი მაგ მწვანე თვალის ფერია,
ზღვაში დაკარგულს მომწყურდა ძლიერ
შენი ყურება ჩემო ფერია.

მისამღერი 2:
..ფეთქავს ჩემი სამყარო ფეთქავს
ჩემს ნავს შევუშვებ ტბორის ნისლებში
დავიკარგები შენზე ფიქრებში.
ფეთქავს ჩემი გულიც ხომ ფეთქავს
უშენოდ ფეთქვას მოაქვს ბინდები
მე დავბრუნდები ისევ გპირდები.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!