კატეგორია: პოპ ლუიზა მანაშეროვა & ალექსანდრე პელეგი – მერე ყველაფერი იქნება გვიანი

გამოქვეყნდა: Aug 15th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,120

Luiza Manasherova & Alex Pelegi – Mere kvelaferi iqneba gviani
(მუსიკა: ალექსანდრე პელეგი)

სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ
სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი,
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

მისამღერი:
.. სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა
სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი,
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

სანამ სიყვარული ისევ შემიძლია
სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი,
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს
აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი,
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს
და აგატირებს სიჩუმის ტრფიალი,
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ
მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი.

მისამღერი..
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!