კატეგორია: პოპ აბი გლუკოზა – ივლისის ღამე

გამოქვეყნდა: Aug 12th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,373

Abi Glukoza – Ivlisis ghame

აღარასოდეს დამეკარგები,
დავიმახსოვრე შენი ფანჯრები,
დარაბებს მიღმა უცებ გაქრები
ჩამოეშვება მერე ფარდები.

ქუჩაში მარტო დავიარები
შენზე ფიქრებში დავიკარგები,
იდგა ივლისის თბილი დარები
როცა გაეღო წვიმას კარები.

მისამღერი:
.. ივლისის ღამეა თბილი,
ივლისის წვიმაა გრილი X2

ვივლი ივლისის ღამის ფერებით
წვიმას საცოდავს მოვეფერები,
ეს გზაც სავსეა დაპირებებით
დრო მომაცილებს ფერებ-ფერებით.

გათენდებისკენ აიშვა ფრთები
ქარმა გაშალა მისი ხელები,
სხივმა შემახო ნაზად თითები
და ამირია ისევ ფიქრები.

მისამღერი…

აღარასოდეს დამეკარგები,
დავიმახსოვრე შენი ფანჯრები,
იდგა ივლისის თბილი დარები
როცა გაეღო შენი კარები.

მისამღერი…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!