კატეგორია: პოპ მერაბ სეფაშვილი – იქნებ

გამოქვეყნდა: Jul 15th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,230

Merab Sepashvili – Iqneb

შენ სიყვარულს ალბათ ვამჯობინებ განშორებას
როგორ უცებ გამეფანტა დღეები,
არასოდეს არ მოვალ და არ გთხოვ პატიებას
თუმცა დასაკარგად არ მემეტები.

ვიცი უშენობა ადვილი რომ არ იქნება
ისევ მოგონებებს ავედევნები,
არასოდეს არ მოვალ და არ გთხოვ გაღიმებას
მხოლოდ შორიდან თუ მოგეფერები.

მისამღერი:
.. იქნებ შენზე ფიქრში ისევ ღამე გავათიო
იქნებ სინანულმა დამანახოს გზა,
იქნებ შეგიძლია ყველაფერი მაპატიო
ავდარს სიყვარული თუ გადაურჩა.
ეს ცხოვრება, ისე ჩაივლის
როგორც ერთი უფერული დღე,
მონატრება თუ არ გაივლის
ისევ შენთან დამაბრუნებს მე.

მერე მონატრება მოგონებით შეიცვლება
მერე დრო ყველაფერს დაუკარგავს ფერს,
ალბათ იმ დღეების დავიწყებაც შეიძლება
მაგრამ ვერასოდეს ვერ დავივიწყებ.

მისამღერი…

იქნებ შესძლო იქნებ ყველაფერი მაპატიო
იქნებ სინანულმა დამანახოს გზა,
ალბათ წყენა გაივლის, ყველაფერი ჩაივლის
ავდარს სიყვარული თუ გადაურჩა.

ეს ცხოვრება, ისე ჩაივლის
როგორც ერთი უფერული დღე,
მონატრება თუ არ გაივლის
ისევ შენთან დამაბრუნებს მე.

იქნებ შენზე ფიქრში ისევ ღამე გავათიო
იქნებ სინანულმა დამანახოს გზა.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!