კატეგორია: პოპ ნიკო გომელაური – ნაზი აკორდები

გამოქვეყნდა: Jul 8th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 10,045

Niko Gomelauri – Nazi akordebi (Aratavmdabluri leqsi)
(მუსიკა: კოტე მალანია, „არათავმდაბლური ლექსი“)

მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები.
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება – ჩოგბურთი. გავცვითე კორტები
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები.
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები.
.. მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები X2

.. თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
.. ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება? X2

მე შენ მოგიძღვენი…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 1.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ნიკო გომელაური - ნაზი აკორდები, 1.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!