კატეგორია: პოპ ია შუღლიაშვილი – ძეგლად გადმომეფარე

გამოქვეყნდა: Jul 6th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,513

Ia Shughliashvili – Dzeglad gadmomefare

აი და რა რიგად გიხდება
ლოყის ძირას ხალია
მოდი და გვერდით მამიჯექ და
დამიმშვენე მხარია.

რა კარგი ხარ რა კარგი
შუშფარა და მჩქეფარე
როცა მოვკვდე გენაცვალე
ძეგლად გადმომეფარე.

უწინ ჩემი ვარდი იყავ
ახლა დარდი ხარ
ახლოს აღარ მეკარები და
გან-გან გარბიხარ.

აბა მითხარ, ჩემზე კარგი სხვა რომელია?
უშენობით და ჰარაქათიც და გამამელია
არ იცოდი და სიყვარული და რას მედებოდი
ღამ-ღამობით ჩემს ქუჩაზე და რას დაძვრებოდი.

.. აი და ამანა აი X2
დარირარიდარიდარარიდარიდა რო, აი…

აი და რა რიგად გიხდება
ზოლიანი და ხალათი
გულში არასდროს გაივლო
ბიჭოვ ჩემი და ღალატი.

რა კარგი ხარ რა კარგი
შუშფარა და მჩქეფარე
როცა მოვკვდე გენაცვალე
ძეგლად გადმომეფარე.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 9.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
ია შუღლიაშვილი - ძეგლად გადმომეფარე, 9.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!