კატეგორია: პატრიოტული გოგი დოლიძე – ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო

გამოქვეყნდა: May 16th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 14,983

Gogi Dolidze – Odesme didi kofila Sakartvelo
(ტექსტი: მურმან ლებანიძე, 1969)

ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

ყოფილა დავით მეფე – აღმაშენებელი,
ყოფილან ოპიზრები – გასაშტერებელი;

ყოფილა მოდრეკილი, ყოფილა ცურტაველი,
რასაც მოჰყოლია შოთა რუსთაველი…

ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.

ყოფილა ნიკოფსით დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული;

რტოებგაშილი და გამოჩინებული
ყოფილა ორ ზღუას შუა აღმოცენებული.

ფიე, საქართველოს ჰყოფილა ვასლები!
თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები!

ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია,
რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად.

მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,
ბორბალი უკუღმა დატრიალებულა,

ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი,
მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი.

ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ,
სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ.

ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,
იყალთო დაკეტილა, გელათი დანგრეულა.

ოთხ მეფეს
სულ სისხლის ცრემლებით უცრემლია,
ოთხივეს საბრალო ლექსები უწერია.

– რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი! –
ხმლით შემოვარდნილა ერეკლე ბატონი…
ამას მოჰყოლია:
„ვაჰ, დრონი! ვაჰ, დრონი!“

ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათლო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო!

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 7.0/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 4 votes)
გოგი დოლიძე - ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო, 7.0 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!