კატეგორია: პოპ ნატო გელაშვილი – გახლეჩილი ალუბლები

გამოქვეყნდა: May 10th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 6,051

Nato Gelashvili – Gakhlechili alublebi

ალიონზე ქარი დაქრის, თვალებს ნაბავს ნიავი
დღეს თუ თვალი ვერ მოგკარი, იქნებ იყოს გვიანი.
.. გზაარეულ მონატრებას ვშიშობ ვეღარ ვერევი
მაგრამ მაინც შენზე ფიქრს ვერ ველევი X2

ალიონზე ქარი დაქრის, ნიავს ეტუტუნება
მომენატრა შენს თვალებში, დიდხანს, დიდხანს ყურება.
.. მოლოდინი დამიბერდა, წამი მექცა წუთებად
რა ცუდია დრო უკან არ ბრუნდება X2

თურმე შენი მონატრება სხვა ფერია
თითქოს ყველგან შენი სითბო აფენია,
როცა გულში სიყვარული ამდენია
მოლოდინის მეტი რაღა დამრჩენია?

ალიონზე ქარი დაქრის, ნიავს ეჩურჩულება
დღეს თუ თვალი ვერ მოგკარი მზეც კი დაიბურება.
.. მონატრებას ვეღარ ვუძლებ, ქარმა ისევ ამრია
მენატრები, მენატრები ძალიან X2

თურმე შენი მონატრება სხვა ფერია
ფერი მსგავსი გახლეჩილი ალუბლების.

.. დაგინახავ, თვალში სხივი დაბრუნდება,
ვერას გეტყვი და ბავშვივით დავმუნჯდები.
მაინც შენი მონატრება სხვა ფერია,
ფერი მსგავსი მწიფე, მწიფე ალუბლების,
მჯერა ერთხელ სიყვარული აყვავდება
.. და მე და შენ ლურჯ ზღაპარში დავბრუბდებით X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 1.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ნატო გელაშვილი - გახლეჩილი ალუბლები, 1.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!