კატეგორია: პოპ კახა მანგოშვილი & ფანდურა – გუდამაყრელო

გამოქვეყნდა: May 6th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 8,151

Kakha Mangoshvili & Fandura (Giorgi Bekauri) – Gudamakrelo
კახა მანგოშვილი & ფანდურა (გიორგი ბექაური) – გუდამაყრელო

(ტექსტი: დეკანოზი თავმასი ჩოხელი)

მთაში არწივი ნავარდობს
ცაში ღრუბელნი ჰფენია
.. ჩანჩქერთა კლდე ჭიუხებში და
ესოდენ მოულხენია X2

არაგვო შენსა კალთებსა
კლდენი ლოდები ჰფენია
.. ამაყო გუდამაყრელნო და
რად, რად მოგიწყენია X2

რად ჩამახველ ბარადა
მთაში სუნთქვაა შენია
.. ვადაჯვრიანი მახვილი და
ომში არ მოგისვენია X2

საქმენი სავაჟკაცონი
მთას მოუთმენლად გელიან
.. უნდა დასტოვო სიცოცხლე და
მოგიხმობს არაგველია X2

სამასმეერთე იქნები
პირზე ღიმილის მფენია
.. მამულს ანაცვლო სიცოცხლე და
ჩვეულებაა შენია X2

ია საფლავზე ნაზარდსა
ცრემლი ცვარნამად სდენია
დაგიტირებენ წნორები და
არწივი ანა ფრენია X2

ამაყო გუდამაყრელო და
რად რად მოგიწყენია.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!