კატეგორია: პოპ ალუდა ქეთელაური – მუცოს გოდება

გამოქვეყნდა: May 6th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 11,659

Aluda Ketelauri – Mutsos godeba (Gudanis jvari)
ალუდა ქეთელაური – მუცოს გოდება (გუდანის ჯვარი)

(ტექსტი: გელა დაიაური)

სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენიც იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია
ჟამმა გზა-ბილიკებს უცნობს.

მისამღერი:
.. არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო
არ დაგიბერდეს ყმანია,
შენს კარზედ აუარებლად
საკლავიც მოგვიყვანია.
დიდია გუდანის ჯვარი
ბევრიცა ყავს ყმანია,
შენს კარზედ შემოვკრებილვართ
ფიცვერცხლ ნაჭამი ძმანია.

(მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ ერქვა მუცოს.
“ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე მთავარია,
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო”.)

ნეტავ, რა ხმა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია?
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო.

მისამღერი..

(სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
“წასული თავ-ბედ უწყევლელი,
ქართლს მტერი ეყოლება ნურცო”.
ასე ურყევი და ურღვეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო)

სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.

აქ აღარც თორღვა ძაგანია, აღარც
ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია,
ბეჭებგაბზარულ მუცო.

მისამღერი..

გამათიბე ჩემო ცელოო
ქადას გამოგიცხობენო,
ქუჩნი ჩამამცდეს წკმუტუნითაო,
ცხენის ნალებით დატუქსვილნიო.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 5.5/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
ალუდა ქეთელაური - მუცოს გოდება, 5.5 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!