კატეგორია: GeoLyrics, პოპ მერაბ სეფაშვილი & მარიამ ქაცარავა – ჩვენს ქუჩაზე

გამოქვეყნდა: May 2nd, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,029

Merab Sepashvili & Mariam Katsarava – Chvens quchaze (Chiamaia)
(მუსიკა: ნანა დაუშვილი, ტექსტი: ზურა გოშაძე)

გაზაფხულდა ჩვენს ქუჩაზე ისევ დადგა დარი
მაისია მზე პირს იბანს შენი სახის დარი,
ცისარტყელამ ცა მოქარგა გაზაფხულის ფერით
ისევ შევხვდით ძველ ქუჩაზე სიყვარულზე ვმღერით.

მახარობლად დღეს მერცხალი სულში შემოფრინდა
კიდევ ერთი გაზაფხული მოგილოცო მინდა,
გაიფანტა რაც ზამთარმა დარდი დამიტოვა
ჩვენს ქუჩაზე კიდევ ბევრი გაზაფხული მოვა.

მისამღერი:
.. ჩვენს ქუჩაზე ძველ ქუჩაზე შენსკენ მომიხარია
გულისსწორი მაპოვნინე ჭია ჭიამაია,
ჩვენი ქუჩა, ძველი ქუჩა გვესალმება ხალისით
გვლოცავს, მუდამ ყოფილიყოს ჩვენს გულებში მაისი X3

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!