კატეგორია: პოპ ალექსანდრე პელეგი – ალავერდი შენთანა ვარ თბილისო

გამოქვეყნდა: Apr 22nd, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,625

Alex Pelegi – Alaverdi shentana var Tbiliso
(მუსიკა: ალექსანდრე პელეგი (ელიგულაშვილი),
ტექსტი: ნუგზარ ჯანაშვილი)

ძველ სიმღერებს ძველებურად ვმღერი
და გიტარას ვუმხელ გულის დარდს,
ძველი ღვინით ძველებურად ვთვრები
მენატრებით სულით დარდიმანდს.

მისამღერი I
.. აქ ვიგონებ ჩემი ყრმობის ჰანგებს,
მთაწმინდას და ფიროსმანის ცას,
მტკვარზე ტივს და მობარბაცე მთვარეს,
ყარაჩოღელ ძმა–ბიჭების ყანწს X2

მომეფერე ტკბილზე–ტკბილო დედაო
მეც მოგიძღვნი წითელ–წითელ ვარდს,
შენს კალთაში კვლავ სიმღერას ვბედავო
მენატრებით სულით დარდიმანდს.

მისამღერი II
.. ალავერდი შენთანა ვარ თბილისო,
შენი ტრფობა მე რას გადამივლისო,
ვენაცვალე ძმა–ბიჭების ყანწს,
მთაწმინდას და ფიროსმანის ცას X2

.. მისამღერი I
.. მისამღერი II

ვენაცვალე ძმა–ბიჭების ყანწს,
.. მთაწმინდას და ფიროსმანის ცას X3

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!