კატეგორია: პოპ ლექსენი & გელა გნოლიძე – ვაპირებ

გამოქვეყნდა: Apr 17th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,577

Lex-Seni & Gela Gnolidze – Vapireb

მისამღერი:
.. ნუ მალავ მაგ თვალებს
რაღას უცდი, თქვი რამე,
რაც შენ გინდა, ის მაქვს მე
მოდი ერთად გავათენოთ ეს ღამე.

ვაპირებ უკვე გითხრა ის თუ მე ვინცა ვარ,
ვაპირებ გითხრა ის რაც შეიცვალა,
ვაპირებ რომ წამოვყვე ამ გზის ნაპირებს,
ვაპირებ, დამიჯერე, მე ბევრ რამეს ვაპირებ.
თუ დამემშვიდოდები და მეტყვი კარგად
ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრ რამეს ვკარგავთ,
რა არის კარგი და რა არ ვარგა,
თუ ვერ ხვდები ჩათვალე,
აიბარგა შენგან ის პირი,
ვინც შენი შენი გზით მოდიოდა,
და მის გულს უშრეტი ცრემლები სდიოდა.
ის პირი ვისაც შენ დაასვი იარა
დიდხანს იხეტიალა და იარა და იარა.
თუ მიხვდი ოდესღაც რაც შენ გეგონა,
რომ სხვა არა არის რა, თუ არა შეცდომა.
არასდროს, არავინ, შენსავით არავინ,
არა, არავინ გაქცევია შეხვედრას პირისპირ.
თუ ესმა ეს ხმა დღეს აქ მე, მაქვს მე საქმე,
მოდი მითხარი, მითხარი რაც მე ვთქვი დაგმე.

მისამღერი..
[მოდი ჩემთან ნუ მალავ თვალებს]
[მოდი მოდი მოდი რაღაც უცდი თქვი რამე]

[მმ, ისევ]
იქნებ გახსენდება ბევრი რამე სხვაგვარად
მარტო ბედის ამარა ნუ დავრჩებით, აბა რა!
ხომ უნდა იცოდე, მე შენ რა გიწოდე
ჯობია ეცადო და ბოლომდე მიცნობდე.
ამდენი სასწაული მე ჩემთვის ვამბობდი
ვამბობდი და უკვე ისევ დროა ვთქვა.
შენ ისე გარბოდი, საოცრად გარბოდი,
ვფიქრობდი მე ჩემთვის: „მგელი ხომ არ ვარ“?!
რად გვინდა სიტყვები სათქმელად ფასი
მე ხომ სხვა არავინ მყავს შენი ფასი,
ვერსად ვერ ვიპოვე სხვა შენი მსგავსი
მოდი აქ, მოიწი, დაგასვა ზასი!
თუ არა გეტყვი კიდევ ბოლოს
და თუ არა უკვე შენ თავს ვგლოვობ.
არადა მინდოდა უბრალოდ შენახვა
იმისა რაც ღირდა რომ ჩემგან გენახა.
რაც შენთვის დავხატე, დავწერე, დავქარგე,
და ეს ყოველივე შენ დღეს უკვე დაკარგე,
მერე რა რას იზამ, რაც იყო, იყო
ბედისწერამ დაგეგმა რომ ასე მომხდარიყო.
ხოდა ჩემი ბედისწერით მას ვემორჩილები მეც
და არ გეტყვი არაფერს, არა, არ გეტყვი მეტს,
უკვე მორჩა, მივდივარ, ამაყად გშორდები შენ უხმოდ,
გშორდები, მივდივარ, გტოვებ, გტოვებ უპასუხოდ.

მე ჩემთვის დავწერე, დავხატე, დავქარგე
და ყოველივე ეს დღეს უკვე დაკარგე,
არ გინდა სიტყვები დღეს უბრალოდ მოდი
ვიცი რომ უჩემოდ შენ ვერ აიტან ლოდინს,
ხომ იცი ჩემი გული მხოლოდ შენთვის ძგერს
არ გეტყვი არაფერს, არა, არ გეტყვი ბევრს,
უკვე მორჩა მე დღეს მივდივარ შენგან დღეს უხმოდ,
და შენთვის ჯობია რომ გონებას უხმო!

მისამღერი..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
ლექსენი & გელა გნოლიძე - ვაპირებ, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!