კატეგორია: პოპ ნიკოლშოუ – ახალი ბათუმი

გამოქვეყნდა: Apr 9th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 18,763

NikolShow – Akhali Batumi

როცა მზე ამობრწყინდება
და ზღვა რომ ალივლივდება,
მთაშიც რომ ჩაიქროლებენ სიონი.

გულს და სიყვარულს გაჩუქებ,
მოვივლი შენს ლამაზ ქუჩებს
და ახალ ბათუმს სიმღერას გიმღერებ:

იმდენი ხანია მე შენს აყვავებას ველი
უკვე იმდენი რომ თეთრი თმა შემეპარა,
ახალო ჭაღარავ რომ მოინანიო ძველი
ამაზე მართალი სხვა რაღა ვიმღერო რა?

ჩემო ერთადერთო ჩემო ლამაზო
მითხარ რა გიმღერო, რით დაგაფასო?
ჩემო სიამაყე ჩემო ბათუმო
გულო აჭარულო, სულო ქართულო.

თოლიაც ჩაინავარდებს
ჩაუფრენს ვარდისფერ ვარდებს
და მაგნოლიებს ამ ჰანგებს გადასცემს.

დელფინებს მიუალერსებ
გრძნობით უმღერებს ამ ლექსებს
რომ ახალ ბათუმს შვენის და უხდება.

მშვიდობა, ერთობა, სიკეთე და სიყვარული
შენდობა, მამობა, დედობა და ღირსება
ბათუმო შენშია ეს სუყველაფერი თქმული
ამაზე მართალი სხვა რაღა ვიმღერო რა?

ჩემო ერთადერთო, ჩემო ძვირფასო
მითხარ რა გიმღერო რით დაგაფასო?
ჩემო სიამაყე, ჩემო ბათუმო
გულო აჭარულო, სულო ქართულო.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 3 votes)
ნიკოლშოუ - ახალი ბათუმი, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!