კატეგორია: პოპ ზურა მოსიავა – დრო სათაყვანო

გამოქვეყნდა: Apr 4th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,996

Zura Mosiava – Dro satakvano
(ტექსტი: მორის ფოცხიშვილი, მუსიკა: ვაჟა აზარაშვილი)

ჩვენ ვიძინებთ და
ასე გვგონია
გამოვიღვიძებთ მერე.

ჩვენ ვივიწყებთ და
ასე გვგონია
გაგვახსენდება მერე.

მისამღერი:
.. მაგრამ გაივლის
დრო სათაყვანო,
უცებ მოვიწყენთ ისევ.
ჩვენ რომ გვაწყობდეს,
დედა-სამყარო
არ მოწყობილა ისე X2

და ჩვენ ვიცინით,
რადგან გვგონია,
ტირილს მოვასწრებთ მერეც.

ხელებს შევყურებთ,
გულებს გვგონია
მოვეფერებით მერეც.

და ვაგვიანებთ,
როგორც ყოველთვის
სადღაც საყვედურს გვწერენ.

ჩვენ ვივიწყებთ და
ასე გვგონია
გაგვახსენდება მერე.

მისამღერი ..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!