კატეგორია: პოპ ვიტამინი – მუზა

გამოქვეყნდა: Mar 31st, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,723

ჯგუფი “ვიტამინი” – მუზა
Vitamin – Muza

ჩემი ოცნების გემი გასცდება ამ ჭუჭყიან ნაპირებს
და გაუყვება გზას, რომელიც ერთმანეთს გვაშორებს,
გაარღვევს იმ ზღვის ტალღებს, რომლებიც მე
ცხოვრების ამღვრეულ გუბეს მაგონებს.

დატოვებს იმ ნაპირებს, რომლებიც მე
თბილ ქვეყნებში გაფრენილ ჩიტებს მაგონებს,
გაყინულ ხელებს, გაყინულ თვალებს და
გაყინულ ტუჩებზე კოცნას მაგონებს.

ჩემი გემი გაშლის აფრას და იალქნებს,
გადაცურავს ცხოვრების მღვრიე წყლებს,
მიადგება შენს მწვანე ნაპირებს, რომლებიც
ჩემი ოცნების კუნძულს მაგონებს.

მისამღერი:
.. შენ ხარ ჩემი ოცნების მუზა,
მე შენს კუნძულთან მინდა რომ ჩავუშვა ღუზა,
რადგან შენ ხარ მხოლოდ შენ.

ის კუნძული, რომელზეც ერთად ვცხოვრობდით ჩვენ
ახლა რატომღაც მხოლოდ გეკუთვნის შენ,
ცხოვრობ მარტო, არავინ გიშლის ხელს,
ვერავინ არღვევს შენს ტერიტორიულ წყლებს.

ვერავინ გიცდის და ვერ გითბობს ხელებს
ვერავინ კოცნის შენს თაფლისფერ თვალებს,
და იმ სიტყვებს ჩემს მეტი ვერავინ გეტყვის,
რომლებიც მხოლოდ გეკუთვნის შენ.

მისამღერი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!