კატეგორია: პოპ აჩიკო მეფარიძე – ო, რა კაია

გამოქვეყნდა: Mar 17th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,911

Achiko Meparidze – O ra kaia

მზის ჩუმი მუსიკაა ო, რა კაია!
და გვათბობს ოქროსფერი ნაპირი,
მე მახსოვს ყველაფერი და მიხარია,
შენ სიყვარულს რომ დამპირდი!

შენ ჩუმად მეფერები ო, რა კარგია!
მე მომწონს შენი თმების სურნელი,
და შენი ცხელი კოცნა ო, რა კაია!
ამას ჩუმად გეუბნები:

მისამღერი:
.. ზღვა და მზე, თოლიების ფრენა,
მთელი დღე ცხელ ქვიშაზე ცეკვა,
მე და შენ რა კარგია ერთად,
შენ ჩემი სიყვარულის გჯერა X2

მზიანი ამინდია ო, რა კაია!
და ჩუმად შრიალებენ პალმები
იცოდე ყველაფერი შენი ბრალია
სხვას მე ვერ შევიყვარებდი.

ზღვა ჩვენმა სიყვარულმა სულ გადარია,
და ნიავს მოაქვს ჩვენთვის ჰანგები
მე შენთან ცეკვა მინდა ო, რა კაია!
სხვას არაფერს ვინატრებდი.

მისამღერი..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!