კატეგორია: პოპ თეატრალური კვარტეტი – მიყვარხარ ტკბილო კახეთო

გამოქვეყნდა: Mar 13th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 10,326

Teatraluri kvarteti – Mikvarkhar chemo Kakheto

მიყვარხარ ტკბილო კახეთო დიდო ალაზნის ჭალაო
ქვეყანა შემოვიარე ვერ ვნახე შენისთანაო,
ალაზნის ტალღამ გაკურთხა იორმა პირი გბანაო
ვერ მოგერია დუშმანი თუმც ბევრჯერ მოგეძალეო
ერთიან საქართველოის შეურყეველო (დაულეველო) ძალაო.

ცივ-გომბორიდან სიცოცხლის სიმღერით გადმოსახედო
გხედავ იისფერ ნისლებში ირმების გადმოსახედო
კახეთო ჩემო კახეთო და…

ეს ალმები კი არ არის ოცნების თეთრი ფრთებია
ომში დაკარგულ შავგვრემან ვაჟკაცებს ელოდებიან,
ღრუბლებში ამაღლებული დგას ალავერდის ტაძარი
გარს აფენია იყალთოს აჩრდილი უზარმაზარი
რუსთველის სიბრძნის აკვანი განა ამ ქვეყნად სხვაც არი?

ირმების გადმოსახედო კახეთო ჩემო კახეთო და…

ცივ-გომბორიდან დილის მზის სიმღერით გადმოსახედო
გხედავ იისფერ ნისლებში ირმების გადმოსახედო
კახეთო ჩემო კახეთო და…

სხვებზე გოდილი მარანი ყურძნის მთებშია ჩაფლული
მთელი კვირაა რქაწითელს ქვევრებში გააქვს ჩქაფუნი
დუღს მაგრამ ცეცხლი სად არის, ვინ შეუკეთა ბუხარი?
.. ქვევრი გულსა გავს კაცისას უცეცხლოდ ამომდუღარი X2

ირმების გადმოსახედო კახეთო ჩემო კახეთო და….

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!