კატეგორია: პოპ ალექსანდრე პელეგი – მოვალ

გამოქვეყნდა: Mar 7th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,299

Alex Pelegi – Moval
(მუსიკა: ალექსანდრე პელეგი (ელიგულაშვილი)
ლექსი: ბელა ჯიმშიტაშვილი)

მოვალ როგორც დილის ნამი
ავმღერდები როგორც თარი,
მოვალ როგორც წვიმის დარი
მოვალ როგორც ნიავ ქარი.

ხიბლს შევმატებ არემარეს
ბროწეულის ყვავილებად,
წვიმის შემდეგ ავენთები
მანათობელ ცისარტყელად.

მისამღერი:
.. როგორც ფიქრი შორეული
მოვალ გრძნობა მორეული,
მოვალ როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული X2

მოვფრინდები თუნდაც მერცხლად
გავწვიმდები ისევ სევდად,
აზვირთებულ ცისფერ ტალღებს
გამოვყვები თოლიებად.

ზამთრით მოვალ თეთრ ფანტელად,
შენთან მოვალ ისევ ფიფქად,
დაგეცემი ხელის გულზე
და ვიქცევი მე შენს ფიქრად.

მისამღერი..

ღამე, მთვარე შორეული,
შენსკენ გრძნობა მორეული,
მოვალ როგორც მთვარეული
შენზე ფიქრით არეული …

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!