კატეგორია: ზამთარი ზუმბა – თოვს

გამოქვეყნდა: Mar 5th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,568

Zumba – Tovs

როცა ფიქრის ფარდა ციდან დაეშვება
გული შენთან ყოფნას მთხოვს,
თურმე საოცარი ზღაპარი თენდება
ვხვდები, როგორ გადის დრო.

ღამის სიზმრებიდან დილა იბადება
გარეთ მოგონება თოვს
და შენი ალერსი ძლიერ მენატრება
თოვს, რა ლამაზად თოვს!

ციდან ჩუმად ცვივა თეთრი ფანტელები
გარეთ სიყვარული თოვს,
შენი ალერსი მსურს, ძლიერ მენატრები
თოვს, რა ლამაზად თოვს!

როცა შორეული გრძნობა გამიხსენებს
როცა შენზე ფიქრი თოვს,
მაშინ დარდებისგან გულიც დაისვენებს
თოვს, რა ლამაზად თოვს!

ციდან ჩუმად ცვივა თეთრი ფანტელები
გარეთ სიყვარული თოვს,
შენი წყურვილი მსურს
ჩვენ ვერ დავბერდებით,
თოვს, რა ლამაზად თოვს!

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!