კატეგორია: ზამთარი ნუკა მარგველაშვილი – მზის სიმღერა

გამოქვეყნდა: Mar 3rd, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,667

Nuka Margvelashvili – Mzis simghera
(ფონდ “სიყვარული ვაკეთოთ”-ის ჰიმნი;
ტექსტი: რატი ამაღლობელი, მუსიკა: მიშა მდინარაძე)

თოვს ქალაქში და ქალაქიც მძინარეა
სიზმარი კი თითქოს ლურჯი მდინარეა
ხიდზე ახვიდე, გინდა გაფრინდე
სადაც სივრცე იშლება და წინათგრძნობა გისრულდება.

ნუგეში და სიყვარული გელოდება
თითქოს სითბო პირველადი მეორდება
ხედავ ფერებად მშვენიერება
მოდინდება თვალებთან და გზისკენ ფრენა მოგინდება.

ნუგეში და სიყვარული გელოდება
თითქოს სითბო პირველადი მეორდება
სამყაროს ფრთებით დაფარულს
გსურს ახარო რომ შენ სიყვარული შეიგრძენი.

სიყვარული მთებს გადადგამს მზეს მიწვდება
სიყვარული არ მთავრდება
სულ იზრდება გამოდი, გარეთ გამოდი
და ზეცა ისუნთქე.

ნუგეში და სიყვარული გელოდება
თითქოს სითბო პირველადი მეორდება
სამყაროს ფრთებით დაფარულს უკვე
ხედავ მთელი სისავსით და ხედავ ფრენის სიმაღლიდან.

სიყვარული მთებს გადადგამს მზეს მიწვდება
სიყვარული არ მთავრდება სულ იწყება
გამოდი, გარეთ გამოდი სივრცე ისუნთქე.

თენდება და გარეთ გამოდი
და თენდება და ზეცა ისუნთქე
თენდება და შენსკენ ცა მოდის
და ოცნება დღეს აისრულე.

სამყაროს ფრთებით დაფარულს უკვე
ხედავ მთელი სისავსით და
ხედავ ფრენის სიმაღლიდან.

სიყვარული მთებს გადადგამს მზეს მიწვდება
სიყვარული არ მთავრდება სულ იწყება
გამოდი, გარეთ გამოდი სივრცე ისუნთქე.

თოვს ქალაქში და ქალაქიც მძინარეა
სიზმარი კი თითქოს ლურჯი მდინარეა.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!