კატეგორია: პოპ ნიკოლშოუ – მიდი მიდი მოვდივარ

გამოქვეყნდა: Feb 11th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 13,235

NikolShow – Midi midi movdivar
(მუსიკა: გია ნიკოლაძე)

მიდი, მიდი მალე მიდი
სულერთია პანაშვიდი
არავის არ აგვცდება.
გაგვახარე შენი ძმები
მიდი, მიდი გეხვეწები
თორემ გული გასკდება.

ცოლები და მოგებები
ტიტულები, წოდებები
ეს ისეთი რამეა.
ელოდება ბერი, ერი
სოფლელი თუ ქალაქელი
დილაა თუ ღამეა.

ჩვენო სიხარულებო
ჩვენო სიყვარულებო,
საქართველოს სიამაყე
უშიშარო გულებო!

შეხედე რა კაცია
ნახე რა მამაცია,
ნეტავ ასე ვინ დალოცა
ეს პატარა ნაცია.

საქართველო!

მისამღერი:
.. მიდი, მიდი მოვდივარ
ცხოვრება თამაშია,
ჩამაწოდე გიბრუნებ
ძალა ერთობაშია.
მიდი, მიდი მოვდივარ
ბოლო ხმაზე ჩართული
გაიგონოს სუყველამ
მოწოდება ქართული.

საქართველო!

ქართლელებო, კახელებო
იმერლებო, რაჭველებო
გურულებო, სვანებო.
მეგრელებო, აფხაზებო
ოსებო და აჭარლებო
ხევსურებო, ფშავლებო.

ძმებო ჩვენი საქართველო
დროა უკვე ვასახელოთ
გავახაროთ სოფელი.
ჩქარა თორემ გაფრინდება
დაილევა, გათავდება
წამით სოფელი.

როცა ერთად ვიქნებით
ყველა კუთხის ქართველი
მხოლოდ მაშინ დაინთება
გამარჯვების სანთელი.

ჩვენო სიხარულებო
ჩვენო სიყვარულებო,
საქართველოს სიამაყე
უშიშარო გულებო!

საქართველო!

მისამღერი..

ნახე როგორ ერთდება
ნახე რა ლამაზია?!
ერთიან საქართველოში
ევროპა და აზია.

სინდისი და ნამუსი
სიყვარული უფალის
ესეთია კანონები
ერი თავისუფალი.

საქართველო!

მისამღერი..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 6.7/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
ნიკოლშოუ - მიდი მიდი მოვდივარ, 6.7 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!