კატეგორია: პოპ მერაბ სეფაშვილი – ის მარტოდმარტო

გამოქვეყნდა: Feb 2nd, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,546

Merab Sepashvili – Is martodmarto
(მუსიკა: ნუგზარ ერგემლიძე)

ის მარტოდმარტო ცხოვრობდა მთებში
ჩუმი ღიღინით ვიდოდა მთა-მთა,
და როს ღმერთს მისი ხმა ბეზრდებოდა
ის საუბრობდა საკუთარ თავთან.

ბევრჯერ აცივდა და ბევრჯერ დათბა
კვლავ წინ გაფრინდა გრძელ-გრძელთა ხიდი
და როცა წლების მობეზრდა დათვლა
საკუთარ თავსაც მობეზრდა იგი.

მისამღერი:
.. ო, მარტოობავ, გართობავ ღმერთის
აუწეველო სიმძიმევ კაცთა!
ნუგეშ ჩაგვერგო ჩვენ ერთმანეთი
.. ვით უკვდავების მაცდური განცდა X2

გარინდებული იდგა ქვეყანა
და მხოლოდ იგი მღეროდა სოლოს
აპლოდისმენტად თვით ვარსკვლავთცვენა
და ეს დიდებაც მობეზრდა ბოლოს.

მისამღერი X3

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!