კატეგორია: პოპ მამუკა ონაშვილი, თემურ თათარაშვილი & ზაზა დოიჯაშვილი – ბელე

გამოქვეყნდა: Jan 24th, 2011

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 7,805

Mamuka Onashvili, Temur Tatarashvili & Zaza Doijashvili – Belle
(“ლამაზი” — კინოფილმიდან „Notre Dame De Paris“)

ვერ, შეველევი ამ უნაზეს ფიქრებს
შენ, გაღიმებით გულში კოცონს მინთებ
წლებს, გადაეფარა შენი ნაზი მანდილი
ამ ლტოლვამ ვერასოდეს პოვოს ნაპირი.

ღვთისმშობლის ტაძარს წუხრის კაბა აცვია
ეს წვიმაა თუ ცრემლი ცვევით აწყვია
მე, ამ სიმახინჯის დაღით დატყვევებული
გონს გადასული, შენზე შეყვარებული.

სიზმარმა შენი თბილი სუნთქვა დამმატა
მე შენთვის ეშმაკს მივცემ სულს ესმერალდა.

სად, გამიხურვა ფიქრით ჩემმა სუნთქვამ
რად, გამიმეტა ასე ბედმა უკვალ
კვლავ, ამების საამური დრობით მოვკვდები
შენ სამოთხეში ვერასოდეს მოვხვდები.

ჩემს ნამუსს ბილწი ხახა ელამურება
ყველა კაცს დააჩოქებს თავის ცდუნება
კაცს, ყველასგან დაცინვის და გლოვის ღირსი ვარ
ჯოჯოხეთს საკუთარი ნებით მივდივარ.

ჩემს ნებას სიკვდილიც ვერ გააქარწყლებს ვრძნობ,
მე შენთან ერთი ღამისთვის სულსაც დავთმობ.

ბელე, ოცნებაში გიხმობ ესმერალდა
შენ, ბაგეს მოსწყდა და ვერ გამიმკლავდა
დღეს, შენდამი უსასზღვრო და ჩუმი ვერდება
გამტყდარი გული შენს თავს შეგევედრება.

ო, ღვთისმშობელო კალთა გადამაფარე
უსიყვარულოდ ქვეყნად რა გამახარებს?
დროს, გაჰყვება ჩემგან შენი თმების სურნელი
ტკივილი, ესმერალდა განუკურნები.

სიზმარმა შენი ცხელი სუნთქვა დალანდა
მე შენთვის ეშმაკს მივცემ სულს ესმერალდა.

დღედაღამ შენი თვალის შუქი მინთია
ეს ნებაა თუ მონაყოლი მითია,
ბელე, მე შენი სილამაზით დატყვევებული
გონს გადასული შენზე შეყვარებული.

სიზმარმა შენი ტკბილი სუნთქვა დალანდა
მე შენთვის ეშმაკს მივცემ სულს, ესმერალდა.
ესმერალდა.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 8.6/10 (5 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +4 (from 4 votes)
მამუკა ონაშვილი, თემურ თათარაშვილი & ზაზა დოიჯაშვილი - ბელე, 8.6 out of 10 based on 5 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!