კატეგორია: პოპ ქეთი ორჯონიკიძე – ჩუმად მინატრე

გამოქვეყნდა: Feb 28th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,023

Qeti Ordjonikidze – Chumad minatre

ნუ გაატან ქარს
ჩემს ნაჩუქარ სიყვარულის ზღვას,
ნუ გაატან ქარს
და ნუ ელოდები სხვას…

ნუ გაატან დროს
მოგონებებს ნუ დატოვებ შორს,
ნუ გაატან დროს,
რასაც გული ისევ გთხოვს…

ვიცი მეძებენ შენი თბილი ხელები,
და მონატრებამ დაღალა დღეები…
ერთხელ რაც იყო, ნეტავ, თუ მეორდება?
წარსული დამელოდება….

მისამღერი:
არ გინდა ბევრი სიტყვები,
დავიღალე…
დროს ჩუმად მივყვები
და შენც ჩუმად მინატრე.
არ გინდა ნუ მეკითხები – რა გველის ხვალ?
თუ ვერ გამაჩერებ
წავალ მე და მოვა სხვა.

დამაჯერე, რომ ჩემია შენი ფიქრები.
დამაჯერე, რომ ხვალ ჩემთან იქნები…
გამახსენე, რომ მე გიყვარდი არ გინდოდა სხვა.
გამახსენე, რომ მეც ისევ მიყვარხარ…

თუ უკვე მეძებენ შენი თბილი ხელები,
და მონატრებამ დაღალა დღეები…
ერთხელ რაც იყო, ნეტავ, თუ მეორდება?
წარსული დამელოდება….

მისამღერი:
არ გინდა ბევრი სიტყვები,
დავიღალე…
დროს ჩუმად მივყვები
და შენც ჩუმად მინატრე.
არ გინდა ნუ მეკითხები – რა გველის ხვალ?
თუ ვერ გამაჩერებ
წავალ მე და მოვა სხვა.

ნუ გამიშვებ დღეს,
თორემ ვეღარ დამაბრუნებ ხვალ…
ნუ გამიშვებ დღეს – მე მიყვარხარ!

მისამღერი:
არ გინდა ბევრი სიტყვები,
დავიღალე…
დროს ჩუმად მივყვები
და შენც ჩუმად მინატრე.
არ გინდა ნუ მეკითხები – რა გველის ხვალ?
თუ ვერ გამაჩერებ
წავალ მე და მოვა სხვა.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
ქეთი ორჯონიკიძე - ჩუმად მინატრე, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!