Orera – Gamoghmit me var (Minda gakotso)
(ტექსტი: ვაჟა-ფშაველა)
გამოღმით მე ვარ, გაღმ(ა)ით შენ
შუაზე მოდის მდინარე,
ხიდი არ გვიძე წყალზედა,
ფიქრი გვკლავს მოუთმინარე.
მისამღერი:
.. მინდა გაკოცო, მაკოცო,
შენს სახეს ვხედავ მღიმარეს,
.. მაგრამ ვერსაით გადმოვედ
ამ სატიალო მდინარეს.
მეც უნავო ვარ, შენაცა,
ვიცინით (ცურვა არ ვიცით) არა, ვსტირითა;
(მეშველიც არვინ გვიჩნდება
არც ციდან, აღარც ძირითა)
შენ მე მიცქერი (მიმელი), მე შენა
გაღიმებულის (გაცინებული) პირითა.
მისამღერი
(ვეღარც ხმას გაწვდენ, გითხრა რამ,
მდინარე ბრაზობს, ღრიალებს,
ჩემს ძახილსა ნთქავს მის ზვირთი,
როგორ შავადა ტრიალებს!
რა უნუგეშო ყოფნაა,
წელთა სვლა მხოლოდ მზერაში;
რომ მოვკვდე, ბევრით ჰჯობია,
მაინც გარგივარ ვერრაში!..
არა, ის მინდა, გხედავდე,
ნუგეშსა ვპოვებ ცქერაში)
ორერა - გამოღმით მე ვარ,



GeoLyrics – რუსული ტექსტები
GeoLyrics – უცხოენოვანი ტექსტები
© GeoLyrics