კატეგორია: პოპ მიშიკო ცინცაძე – სიმღერა ყველაფერზე

გამოქვეყნდა: Dec 21st, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,374

Mishiko Tsintsadze – Simghera kvelaferze

ბუზს გადავუხადე ქურთუკში რაკეტა,
ლეღვს ბლანჟე მოვპარსე ვირს თევზის სარჩული
ნასვამმა ჩეხოვმა აპრილში ჩამკეტა,
კუმ გამოიარა ცხოვრება ტანჯული.

მესამე ტენორში თხა აღმოვაჩინე,
კარიბჭეს ანგრევდა ციყვების ნაწილი
კუმ ნეხვის მოწმობა მაჩვენა მაშინვე,
არც ბეწვი ყოფილა, არც თხა და არც რწყილი!

მისამღერი:
.. ლა, ლა, ლა…

დრო რომ გაატარო შენს გემოზე,
უნდა გერქვას შენ ჟოზე!

ვარდებში ეძინა პატარა კურატორს,
დომინოს აცხობდა თამაზ გოცირიძე.
ხორცმა და ბაქლავამ ნიძლავი წააგეს,
ჭარბ წონას იგდებდა ქელეხში პირიმზე.

ბაღის გამგეებმა ხე თმებით ითრიეს,
ლომების მამიდამ დაბადა ბალიში.
თუკი ინგლისურად „კი“ არის ვთქვათ „Yes“,
კოვზების საკრეფად სტამბულში გამიშვით.

მისამღერი..

თუ გინდა ჩარი დუ გააგორო,
არ მოწიო მალბორო!

ზღარბი ნეკი თითით ითხრიდა სამარეს,
ანტენამ მერწყული ფეხქვეშ გაიგდო.
ხალიჩას ქვირითი ნახევრად აკმარეს,
ჯინმა ალადინი ლამპაში ჩაიგდო.

თხილამურს არწევდა აკაკის აკვანი
და ბადროს სტყორცნაში მუწუკი ვარჯიშობს
უეცრად დამიჭკნდა დღეს იასამანი,
ზეგ დილით გაჩუქებ უკროპს ან მაკიდოს.

მისამღერი..

თუ სიმღერა ბოლომდე ჩავიდა,
მოუსმინე თავიდან! ჯან

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake