კატეგორია: პატრიოტული თამრიკო გვერდწითელი – მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა!

გამოქვეყნდა: Dec 2nd, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 6,247

Tamara Gvertsiteli – Mravaljamier gugunebdes khma
(მუსიკა: შოთა მილორავა, ლექსი: გალაქტიონ ტაბიძე)

მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა
,,მუმლი მუხასა” და ,,ლილეოსი”,
ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა,
ეს სიმღერაა საქართველოსი.

მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური,
გესმის არაგვის ხმა საცნაური?
გესმის თერგის და მტკვარის ხმაური
ეს სიმღერაა საქართველოსი.

მიარღვევს რისხვა აწყვეტის ავის,
რომ არ უდრკება ქვეყნად არავის.
გესმის გრიალი მთებიდან ზვავის?
ეს სიმღერაა საქართველოსი.

თავისუფლების მოყვარე ერებს,
ვით ზღვას, ვერარა ვერ შეაჩერებს.
მთა რომ იმღერებს, ტყე რომ იმღერებს,
ეს სიმღერაა საქართველოსი.

აქ გამარჯვების დროშად წერია:
სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია!
თუ რამ სიმღერა გულს უმღერია,
ეს სიმღერაა საქართველოსი.

გმირებით სავსე, სამშობლო მხარევ,
დღეს გამარჯვების გულით მღელვარევ,
იდიდე, ამ ხმას სხვაში ვერ გარევ:
ეს სიმღერაა საქართველოსი.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (3 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
თამრიკო გვერდწითელი - მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა!, 10.0 out of 10 based on 3 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake