კატეგორია: პოპ რეგიონი – იცი, ეხლა რა მინდა

გამოქვეყნდა: Nov 30th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,203

REGGAEon – Itsi akhla ra minda?
(ლექსი: ზვიად კეჭაყმაძე, მუსიკა: ლაშა ნოზაძე)

იცი, ახლა რა მინდა?
თოვლი მინდა მათოვდეს…
რომ, ხელახლა გაგიცნო ,და…
შენი კოცნა მათბობდეს…

თოვდეს მინდა ფერები…
ახლა, იცი რა მინდა?
უცებ, დაგივიწყო და
კვლავ, გაგიცნო თავიდან…

მინდა, წლებს შემატოვო
კიდევ, იცი, რა მინდა?
დღე, წარსულში დავტოვო…
და ვიცხოვრო, ხვალიდან…

მინდა, გულს მინათებდეს
მზე და… მერე გაწვიმდეს…
ისევ შეგიყვარო რომ…
ვერ ვხვდებოდე, რა მჭირდეს…

ახლა, იცი, რა მინდა?
სულ პატარა ცა მინდა…
თოვლშიც, ქარშიც, წვიმაშიც…
მომეფეროს ამინდმა…

ვიცი, ახლა ვოცნებობ…
მზე კი, სადღაც ჩავიდა…
მინდა, სულ მადარდებდე…
და სხვაგვარად, არ მინდა…

იცი, ახლა რა მინდა?
მე, პატარა ცა მინდა…
მთელი ღამე მკოცნიდე და…
დღეს, მჩუქნიდე თავიდან…

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (1 vote cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
რეგიონი - იცი, ეხლა რა მინდა, 10.0 out of 10 based on 1 rating
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake