კატეგორია: პოპ პირველი ნაბიჯები – ახალი ამბავი

გამოქვეყნდა: Nov 24th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,405

პირველი ნაბიჯები – ახალი ამბავი
(ტექსტი: ოთარ კავკასიძე, კომპოზიტორი: ზურაბ ჩინჩალაძე)

ცისკრის ვარსკვლავი ეშვება
გამოდით, გამოდით, გამოდით!
ზეცა ფარჩებით ირთვება,
ფიქრებო რა მოგდით, რა მოგდით?

მზე გვინათებს, გვინათებს
ლამაზად სულ ლამაზად
ჩვენი ცხოვრების მომავალს
პატარა ხელებით ვქარგავთ.

მისამღერი:
.. ვილტვით, ვილტვით,
მზისკენ ვილტვით
ქარი მღერის მიჯნური,
ყველა სახლის აივნებზე
მზე გვინათებს მარადიული.

მაღალ სალოცავთ, სალოცავთ
ყველანი ვაშენებთ, ყველანი
რომ ქვეყნად იყოს მშვიდობა
ბავშვობა – ლაღი და მზიანი.

გვწამს მომავალს ვუმღერით
ქართველნი ვართ, ქართველნი
უღრუბლო ზეცა, ვარსკვლავნი
თანა გვდევს, თანა გვდევს უფალი.

მისამღერი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 2.0/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
პირველი ნაბიჯები - ახალი ამბავი, 2.0 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!