კატეგორია: გაზაფხული ინსაითი – გაზაფხულის საღამოა მშვიდი

გამოქვეყნდა: Feb 26th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 2,621

Insight – Gazafkhulis saghamoa mshvidi
(ტექსტი: ტერენტი გრანელი, მუსიკა: ვაჟა ტუღუში)

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული საზღვარს გადაცდება ფრენით,
ეხლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.
წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
სული საზღვარს გადაცდება ფრენით,
.. ეხლაც მახსოვს მისამართი შენი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!