კატეგორია: პოპ ჯეორჯიკა – დაიგვიანეს

გამოქვეყნდა: Feb 26th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 3,602

Georgika – Daigvianes
(მუსიკა: ნიკო სულხანიშვილი, ტექსტი: აკაკი წერეთლი)

დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან!
მაგრამ სალამურს თუ მოჰკრა ყური,
ანდამატურის ძალით გამოსწევს
აქეთკენ მის გულს ხმა უცნაური.

ვინ ქვაბულიძე და ვინ მეცხვარე?!
იქ, ბარში, ყველა ჩემი ტოლები
მტრებში ვეფხვივით დანავარდობენ
და მე კი ცხვარში აქ ვიმალები!..

მერე როგორ დროს? მაშინ, როდესაც
სხვა უდიდესი წინ გვიძევს ვალი!
მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად,
გულთამხილავო, და არ მაქვს ბრალი!..

კიდევ არ სჩანან… ეგებ წავიდენ,
გაიარეს და ვერ მოვკარ თვალი?
აჰ, ღმერთო ჩემო! ჯერ უმისოდაც
დაბნეული მაქვს მე გზა და კვალი!

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!