კატეგორია: პოპ დუეტი ჯეორჯია – მონატრება

გამოქვეყნდა: Nov 17th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 5,482

დუეტი ჯეორჯია – მონატრება
(ეძღვნება ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას)
(მუსიკა: ოთარ ტატიშვილი, ტექსტი: ნანა ცინცაძე)
Duet Georgia – Monatreba
(Dedicated in memory of Nodar Kumaritashvili)

სევდა ისევ ჩუმად მოდის
ცრემლით ტირის ცა
ვეღარ უძლებს გული ლოდინს და
ჩაფერფლილ წამს.

გულის კარი დაგრჩა ღია
დღეს ფიქრებით თოვს
უკვე მოგონება ქვია
შენ წასულხარ შორს.

დრო უეცრად გასულია
ყველაფერი წარსულია
და შენ ვეღარ შემოაღებ კარს.

დრომ გაჩუქა ერთი წუთი
შენ ჭაღარას გადაურჩი
მე ასეთი უკვდავების მწამს.

მისამღერი:
.. ღიმილი, ქარდაქარ არიგე
ოცნება, ზეცაში წაიღე
ამ ტკივილს ქვეყანა გაიგებს
იცოდე ამ სიტყვებს
ცრემლებად დაგიბნევ
ზეცაში, ღიმილით გხვდებიან
სიცოცხლე იმედის ფერია
მშვიდობით…
აქ აღარ გელიან
შენ გზებზე ვინც ივლის
ეს ჩვენი გედია.

ვიცი მოხვალ ჩვენთვის იად
გააჩერებ დროს
ეს ტკივილი ქარებს მიაქვს
და აპრილშიც თოვს.

ჩვენს სულს ისევ ტკივილი აქვს
შენზე ფიქრი მოერია
და ცრემლები დაიფანტა შორს.

ჩუმი სევდა არ გაკლია
მიწა თბილი საბანია
საქართველო დაგვილოცე გთხოვ.

მისამღერი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!
snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake snowflake