კატეგორია: პოპ შადოუ & აგრესია – ომის განაჩენი

გამოქვეყნდა: Nov 8th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,023

ShaDoW & Agresia – Omis ganacheni

ომის მკაცრი განაჩენი ცოცხალი არ გადარჩები

მისამღერი:
.. ომის მკაცრი განაჩენი
ცოცხალი არ გადარჩები
(ეს არის დაუნდობელი ომი
ჩვენ სიკვდილის შვილთა მონაგონი) X2

აქ ბრძოლის ველი ნანგრევები სახლის
ქუჩაში მიყრილი გვამები ხალხის
ირგვლივ ცეცხლის ალი, ბურუსი კვამლის
შორს სადღაც სროლას კივილის ხმა ცვლის
დაეძებს ბავშვი დედას ეძახის
ჰა თქვენი ომი ნუთუ ეს არის?!
ვინ აწერს ხელს, ვინ ფიქრობს ამაზე
რამდენი ცოდვა მის სისხლიან კალამზე
რამდენი მსხვერპლი, რამდენი ტანჯვა
ადამიანის სასტიკი დასჯა
ეს დარჩა მის ცხოვრებას გახსნილი იარა
მან სიკვდილის ხიდზე გამოიარა
და ბოლოს მაინც ვინ გასცემს პასუხს
ამ ისტორიის სისხლიან წარსულს
დასმულს მომვალიდან უმძიმეს კითხვებს
დაკარგულ წლების ხაზ გადასმულ რიცხვებს.

მისამღერი X2

ისმოდა სროლის ხმა, გარეთ წვიმდა
იბილწებოდა რაც კი იყო წმინდა
ხალხს ერთმანეთი სძულდა, ერთმანეთს ღლიდა
ესროდნენ ერთმანეთა ნუთუ ამად ღირდა?
ისროდნენ ტყვიებს, ეცემოდა გმირები
დედიკომ დაკარგა აღზრდილი შვილები
ქუჩაში დაყრილი უპატრონო მშივრები
ცრემლები, ტირილი, წარსულზე ფიქრები
მეომარი დასტირის დაღუპულ ძმას
ის უკვე ვეღარ ისმენს გასროლის ხმას
ვეღარ ხედავს უკვე თეთრსა და შავს
მის ძმაკაცს სიკვდილი მოადგა კარს
არავის ესმის, არ არის გამგონი
როცა მოქმედებს ჯუნგლის კანონი
მტერმაც და ჩვენც მოვიდეთ გონს
იცოდეთ მშვიდობა ჯობია ომს.

მისამღერი

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!