კატეგორია: პოპ ალექსანდრე პელეგი – ბათუმს

გამოქვეყნდა: Nov 6th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,922

Alex Pelegi – Batums
(კომპოზიტორი: ალექსანდრე პელეგი (ელიგულაშვილი),
ლექსი: სოსო ნადირაძე)

თითქოს ამ ქალაქში დავიბადე,
აქვე მოვიშუშე იარები,
აქ მზე განახლების სულით მანთებს,
წვიმა ნათლობის და ზიარების.

აქ კაცს გული უცემს უღალატო,
აქ ქალს სევდა ფარავს წარუშლელი,
და თუ ზღვის ტალღასთან მიხვალ მარტო,
ცაში აგიტაცებს ლურჯი ხელი.

მისამღერი
ო, რა ქართულია შენი მიწა,
ზღვაში მოლივლივე ოქროს ნავი,
გული შენს ნაწილად გადაიქცა
და მკერდს ეხეთქება ტალღასავით…

და თუ მართლა იცნო გულმა გული
და თუ მართლა იგრძნო ბგერამ ბგერა,
ტალღად მოგაწყდება გარითმული,
წვიმის ქვითინი და მზის სიმღერა.

ზღვასთან წუთიერი გარინდებით,
თითქოს შთაგონებას ეწყურები,
მინდვრებს შესევია ყვავილები,
ხეებს მოჟღურტულე ბეღურები.

მისამღერი X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +1 (from 1 vote)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!