კატეგორია: პოპ ბექა ბაღაშვილი – ამ ქალაქში

გამოქვეყნდა: Oct 29th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,212

Beka and Friends – Am qalaqshi
(სიმღერა & ტექსტი: ბექა ბაღაშვილი & ნიკო გომელაური)

ამ ქალაქში ყველა ერთმანეთს ეჯიბრება,
ვინ უფრო უკეთ იწუწუნებს.
ამ ქალაქში ამოვარდა ზახფულის ცხელი ქარი…
ამ ქალაქში მიატოვებენ ხვალ კიდევ ერთ პოეტს
და მღერის იგი, ამ ქალაქზე,
საიდანაც ყველა თავქუდმოგლეჯილი გარბის
და გარბის შორს.

მისამღერი:
.. ის სხივი და ნათელია,
ის მხოლოდ შენი ერთგულია,
ის მიდის, ის ფიქრობს შენზე
ამ ღამით ამ ქალაქში,
ის ფიქრობს შენზე და ის მღერის შენზე.

ამ ქალაქში ყველა ქალაქს უფრთხილდება
და ასუფთავებენ ჭუჭყიანს მუდამ,
ამ ქალაქში უამრავი მთვრალია
და ყველა მათგანს ცაში აფრენა უნდა.
ამ ქალაქში ტირიან და ათასში ერთხელ უხარიათ
რომ ცოცხლობენ კიდევ,

ამ ქალაქში ნერვიული ხალხის ამოვარდნილი ქარია
და გრიგალია – და ყველას შია და ყველას ცივა
და ყველა შველას ითხოვს და ყველას უნდა
და ყველა დარდობს არავის უხარია, ჩემო ქალაქო…

„ვის გაუგია ივლისში თოვა,
მაგრამ თუ მთხოვე მე თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვე ყვავილს,
რომელიც თოვლის ალერსით ყვავის.“

მისამღერი..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!