კატეგორია: პოპ მამუკა მესხი – მცხეთა

გამოქვეყნდა: Oct 12th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 1,064

Mamuka Meskhi – Mtskheta
(მუსიკა: ნუგზარ ერგემლიძე)

მოვდივარ, ვმღერი თან მომყვება
შრიალი ხეთა,
კამკამა მტკვარში ირეკლება
ნანატრი მცხეთა!

.. დამლოცავს წმინდა სამკუთხედი
ქართველი ერის:
სვეტიცხოველი,
სამთავრო და ჯვრის მონასტერო! X2

მისამღერი:
.. ხორკლიანი ხეები ხეკორძულას ხევში,
წამლეკავი წვიმებით წაზნექილი წელში,
.. საქართველოს სათავე – სამთავროთა ეშხი
მცხეთის მადლი მცხეთა!
მაცხოვარი მზეში!

მოვდივარ შენთან,
მშვენიერო წმინდა ქალაქო!
შენი ტაძრიდან
მინდა უფალს ველაპარაკო!

.. შენთვის ვილოცებ საქართველო,
ვიმღერებ შენთვის…
მწამს, შეგვეწევა
დიდი მადლი პატარა მცხეთის! X2

მისამღერი ..

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!