კატეგორია: პოპ მანანიკო მურღულია – დილა მშვიდობისა

გამოქვეყნდა: Oct 8th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,645

Mananiko Murghulia – Dila mshvidobisa
(მუსიკა: მერი დავითაშვილი, ტექსტი: მაყვალა მრევლიშვილი)

ჩიტო, ჩიტო, ნაცარა,
ვის უგალობ, ვისა?
შენ გიგალობ, პატარავ,
დილა მშვიდობისა!

მზეო, მზეო, ცხრათვალა,
ვის უცინი, ვისა?
გაიღვიძე, პატარავ,
დილა მშვიდობისა!

პაწაწინა ყვავილო,
რად გაშალე კვირტი?
შენთვის მინდა, პატარავ,
აბა დამაკვირდი!

მეც ახლავე ავდგები,
მეც დავიბან პირსა,
ყველას მივესალმები:
დილა მშვიდობისა!

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!