კატეგორია: GeoLyrics, შემოდგომა ნატო გელაშვილი & მერაბ სეფაშვილი – შემოდგომა

გამოქვეყნდა: Oct 2nd, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 4,559

Nato Gelashvili & Merab Sepashvili – Shemodgoma

ქარი ჩუმად ფარფატებს შემოდგომა ყვითლდება
ისევ ურჩად აგიჩემეს ფიქრებმა.

შენ თუ არ მეყოლები სუნთქვა გამიჭირდება
მე სიცოცხლე შენთან ერთად მჭირდება.

მისამღერი:
.. ნახე კარგო, ქუჩებს რთავენ ფოთლები
.. შემოდგომა გვეპრანჭება მშვიდი,
მე შენს სითბოს ისე დაველოდები
როგორც ერთი უსუსური ჩიტი.

ქარი დაქრის, ნავარდობს
დღეს სიცოცხლით იწყებს
ჩემი გული შენთან მოსვლით ივსება.

შენ თუ არ მეყოლები სუნთქვა გამიჭირდება
მე სიცოცხლე შენთან ერთად მჭირდება.

მისამღერი ..

შემოდგომა მობრძანებით ისე ხარობს
როგორც შენი ხიბლით ჩემი თვალები
კიდევ ერთხელ გეტყვი: „როგორ მიყვარხარო“
ასე ძლიერ სხვას ვერ შევიყვარებდი.

მისამღერი ..X2

ქარი ჩუმად ფარფატებს შემოდგომა ყვითლდება
ისევ ურჩად აგიჩემეს ფიქრებმა.
შენ თუ არ მეყოლები სუნთქვა გამიჭირდება
მე სიცოცხლე შენთან ერთად მჭირდება.

.. ქარი ჩუმად ფარფატებს X2

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0.0/10 (0 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: 0 (from 0 votes)
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!