კატეგორია: პოპ ჰამლეტ გონაშვილი – მზეო თიბათვისა

გამოქვეყნდა: Feb 26th, 2010

ეტიკეტი გაავრცელე ნანახია: 6,585

Hamlet Gonashvili & L. Tisvtsivadze – Mzeo tibatvisa
(ჰამლეტ გონაშვილი & ლადო წივწივაძე – მზეო თიბათვისა
ტექსტი: გალაკტიონ ტაბიძე, მუსიკა: იაკობ ბობოხიძე)

მზეო თიბათვისა, ზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.

VN:F [1.9.22_1171]
Rating: 10.0/10 (2 votes cast)
VN:F [1.9.22_1171]
Rating: +2 (from 2 votes)
ჰამლეტ გონაშვილი - მზეო თიბათვისა, 10.0 out of 10 based on 2 ratings
თემატური სიმღერები
მადლობა რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!